ბრაზილიაში პოლიციელმა მეკარეს რეზინის ტყვია ესროლა
ბრაზილიაში, გოიასის შტატის საფეხბურთო ჩემპიონატში, ,,გრემიო ანაპოლისისა'' და ,,სენტრო ოესტეს'' მატჩის დასრულების შემდეგ, არეულობა დაიწყო, რაც ფეხბურთელებსა და პოლიციელბს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
CNN Brasil-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ,,გრემიო ანაპოლისის'' მეკარეს, რამონ სოუზას, რეზინის ტყვიას პირდაპირ ფეხში ესვრის.
É uma das cenas mais grotescas da história do futebol, não apenas dos últimos anos. Isso não pode e nem deve ficar impune e ser negligenciado. É desrespeito com o atleta.
— Flavia NS (@difeirenseada) July 11, 2024
Campeonato Goiano
Anápolis X Centro Oeste
Goleiro Ramón Souza (Anápolis)pic.twitter.com/N5GxY3W3w5
მეკარეს პირველადი დახმარება ექიმებმა სტადიონზევე აღმოუჩინეს. გოიასის შტატის პოლიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
თავის მხრივ, განცხადებას ,,გრემიო ანაპოლისიც'' ავრცელებს და სამართალდამცველის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.