Belive

ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა განაცხადში 25 ფეხბურთელი, მათ შორის ერთი დებიუტანტი - გაბრიელ მარტინელია.
მეკარეები - ალისონი (ლივერპული), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ვევერტონი (პალმეირასი). მცველები - დანილო (იუვენტუსი), დანი ალვეში (ბარსელონა), ალექს ტელეში (მანჩესტერ იუნაიტედი), გაბრიელ მაგალიაესი (არსენალი), გილერმე არანა (ატლეტიკო მინეირო) ედერ მილიტაო (რეალი), მარკინიოსი (პსჟ), ტიაგო სილვა (ჩელსი) ნახევარმცველები - არტური (იუვენტუსი) კაზემირო (რეალი)  ფაბინიო (ლივერპული), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუკას პაკეტა (ლიონი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი) ფილიპე კოუტინიო (ასტონ ვილა). თავდამსხმელები - ნეიმარი (პსჟ) ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო (რეალი) ანტონი (აიაქსი), რაფინია (ლიდსი), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), რიშარლისონი (ევერტონი).
ბრაზილიის ნაკრები 25 მარტს ჩილეს უმასპინძლებს, 30 მარტს კი შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში ბოლივიას ესტუმრება. ,,სელესაოს'', რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე 39 ქულით წაუგებლად ლიდერობს, მუნდიალის საგზური უკვე გაფორმებული აქვს.

სხვა სტატიები