Belive

ბრაჰიმ დიასი მაროკოს ნაკრებში ითამაშებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი, ბრაჰიმ დიასი მაროკოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუხატავს.

MARCA-ს ინფორმაციით, 24 წლის ნახევარმცველის გადაწყვეტილება საბოლოოა. ამრიგად, ბრაჰიმს შეუძლია მაროკოში დებიუტი უკვე ამ თვეში ჰქონდეს, თუ მას საშინაო ამხანაგურ მატჩებზე ანგოლასთან (22 მარტი) და მავრიტანიასთან (26 მარტი) გამოიძახებენ.

დიასი მალაგაში დაიბადა, მაგრამ მისი მშობლები მაროკოელები არიან, თავად ისინიც ესპანეთში დაიბადნენ. ბრაჰიმი აქამდე ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობდა. ფეხბურთელს ესპანეთის 17-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებებში სულ 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.