Belive

ბორუსია რეალის ჯაშუშებს უფრთხის და ბერნაბეუზე არ ივარჯიშებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მოთამაშემ და დორტმუნდის მწვრთნელმა ნური შაჰინმა, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ გუნდის გეგმები შეცვალა. გერმანელები მადრიდში არ ივარჯიშებენ და ბოლო ვარჯიშს გერმანიაში, მადრიდში გაფრენამდე ჩაატარებენ.

Bild-ის ცნობით, ბორუსიას მწვრთნელი დარწმუნებული არაა, რომ მადრიდელები საკუთარ მოედანზე ჯაშუშებს არ მიუჩენენ, ამიტომ ბერნაბეუზე დორტმუნდელების ვარჯიში არ გაიმართება. შაჰინს არ უნდა, რომ კარლო ანჩელოტიმ წინასწარ იცოდეს მისი გუნდის სათამაშო სტრატეგია.

ნური შაჰინი ბრუნდება სტადიონზე, რომელიც ოდესღაც მისი "სახლი" იყო. მას ბლანკოს მაისური 2011/12 სეზონში ეცვა, სამეფო კლუბს მისი დორტმუნდიდან ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა მადრიდში მას დიდი სათამაშო დრო არ მიუღია. "რეალი შეუჩერებელი მატარებელია, რომელიც გავიდა და მე ბაქანზე დამტოვა" - შაჰინმა ასე მეტაფორულად დაახასიათა მისი და რეალის 1-წლიანი გადაკვეთა.

რეალისა და დორტმუნდის შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამეორება იქნება, ლიგის ფაზის მესამე შეხვედრა სამშაბათს, 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები