Belive

ბორნმუთისა და ლუტონის მატჩი გადათამაშდება

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერლიგის მე-17 ტურის შეხვედრა, რომელშიც "ბორნმუთი" "ლუტონს" მასპინძლობდა, სრულად გადათამაშდება. შეხვედრა 65-ე წუთზე შეწყდა მას შემდეგ, რაც ლუტონის კაპიტანი, ტომ ლოკიერი მინდორზე უგონოდ დაეცა. იმ მომენტისთვის ანგარიში 1:1 იყო.

კაპიტნის გონზე მოსაყვანად მოედანზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გასვლა გახდა საჭირო, როგორც შემდგომში გაირკვა, ლოკიერს გულის შეტევა ჰქონდა. ორივე გუნდისა და მატჩის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით თამაში 65-ე წუთზე შეწყდა.

პრემიერლიგის წესების მიხედვით, ნებისმიერი თამაში, რომელიც მატჩის ოფიციალური პირების თანხმობით შეწყდება, აუცილებლად სრულად უნდა გამეორდეს ახალი თარიღითა და დაწყების დროით - ნაცვლად იმისა, რომ გაგრძელდეს იქიდან, სადაც წინა მატჩი შეჩერდა.

12 თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ლოკიერი მოედანზე ცუდად ხდება. 29 წლის უელსელ ფეხბურთელს გულის ოპერაცია გაუკეთდა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა ჩემპიონშიპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში, ქოვენთრისთან თავი შეუძლოდ იგრძნო.

სხვა სტატიები