Belive

ბორდო საფრანგეთის ყველა ეროვნული ტურნირიდან მოკვეთეს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ფინანსური კონტროლის ეროვნული დირექციის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ბორდო ყველა ეროვნული შეჯიბრებიდან მოიკვეთა.

საფრანგეთის ექვსგზის ჩემპიონმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ წარადგინა საჭირო 9 მილიონი ევრო, რომელიც გასული სეზონის ბიუჯეტის დასახურად და მომავალი სეზონის უზრუნველსაყოფად იყო აუცილებელი.

ბორდოელებმა გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრეს:

,,კლუბი აპირებს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება რეგულაციებით გათვალისწინებულ ვადებში. სააპელაციო პროცედურა ბორდოს საშუალებას მისცემს დაასრულოს 2026-2027 წლების სეზონის დაფინანსების მოზიდვა და ყველა განახლებული მონაცემი წარუდგინოს სააპელაციო კომისიას, რომელიც დაახლოებით თხუთმეტი დღის ვადაში შეიკრიბება.'' - წერია ბორდოს განცხადებაში

ამ მოცემულობით, საუკეთესო შემთხვევაში, ბორდოს ასპარეზობის გაგრძელება საფრანგეთის მე-6 დივიზიონში (Regional 1) მოუწევს.