ბორდო საფრანგეთის მეოთხე დივიზიონიდან მეექვსე დივიზიონში დაქვეითდა
ოფიციალურად, ფრანგული საფეხბურთო გუნდი ბორდო საფრანგეთის მეოთხე დივიზიონიდან მეექვსე დივიზიონში დაქვეითდა, მიზეზი გუნდში ვალების გადაუხდელობა და დიდი ფინანსური კრიზისია. DNCG-ის სააპელაციო კომიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჟირონდელებმა 10 მილიონი ევროს მოძიება ვალის დასაფარად ვერ შეძლეს, მათთვის ინვესტორის ძებნაც წარუმატებელი აღმოჩნდა. ბორდო საუკეთესო შემთხვევაში რეგიონალურ 1 ლიგაში ითამაშებს.
საფეხბურთო კლუბ ბორდოს პრეზიდენტი ჟერარ ლოპესი ამ დრომდე ცდილობდა ინვესტორის მოძიებას, მაგრამ ყველანაირი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და კლუბი გაკოტრების პირასაა.
📄 Nouveau document concernant la commission d'appel de la DNCG Amateur :
— DNCG_BOT (@DNCGBot) July 15, 2026
Relevé de décisions du 15 juillet 2026https://t.co/1R0L9EuLor pic.twitter.com/tYO3GX6QAO
შეგახსენებთ, რომ ბორდო საკმაოდ ტიტულოვანი კლუბია, მათ ისტორიის მანძილზე 6-ჯერ უზეიმიათ საფრანგეთის ჩემპიონობა, 4-ჯერ მოუგიათ საფრანგეთის თასი, 3-ჯერ საფრანგეთის ლიგის თასი, თითო-თითოჯერ საფრანგეთის ლიგა 2-სა და ინტერტოტოს თასი, ხოლო 3-ჯერ მოიგო საფრანგეთის სუპერთასი.