Belive

ბორდო - გრენობლის მსაჯი: "დავითაშვილის გოლი წესების დაცვით გავიდა"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტური "ბორდოს მიერ საშინაო კედლებში, "მატმუ ატლანტიკზე" "გრენობლის" წინააღმდეგ გამარჯვებით - 3:0 დასრულდა.

შეხვედრის 57-ე წუთზე მეორე გოლის გატანა ზურიკო დავითაშვილმა მოახერხა, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში აჩვენა და მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს შორის რჩეული შეფასების მქონეთა შორისაც მოხვდა.

გოლის ეპიზოდში, მოედანზე მეორე ბურთიც იყო შემოგდებული, რასაც ცხადია სტუმარი გუნდის წარმომადგენლების და გულშემატკივრების მხრიდან მსაჯის მისამართით პროტესტი მოჰყვა, მთავარმა მწვრთნელმა, ვინსენტ ჰონგონმა კი ასეთი რამ თქვა: "ჩვენზე ძლიერებს შევხვდით და ეს არის რეალობა, მაგრამ მინდა ზურიკო დავითაშვილის გატანილი გოლი კიდევ ერთხელ ვნახო. ამ ეპიზოდში მოედანზე მეორე ბურთიც იყო და ჩვენი გუნდის მეკარე მისი მიმართულებით დაიძრა, რაც მსაჯმა ვერ შენიშნა. არაუშავრს, მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო და დამსახურებულად მოგვიგო".

მატჩის შემდეგ, ეპიზოდთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა, მთავარმა არბიტრმა, აბდელატიფ ხერადიმ ისაუბრა და თქვა, რომ გოლი, სამართლიანად, წესების დაცვით ჩაითვალა.

"თამაშის წესებში ნათქვამია, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც მეორე ბურთი შემოდის მოედანზე, თუ მსაჯი ჩათვლის, რომ ბურთი არ ერევა თამაშში, არ ახდენს გავლენას და არ იღებს აქტიურ მონაწილეობას ეპიზოდზე, ის უშვებს, რომ თამაში გაგრძელდეს.

ზუსტად ასეთ დროს, როდესაც აღმოვაჩინე, რომ მოედანზე მეორე ბურთი იყო, შევაფასე, რომ მას არანაირი გავლენა არ ჰქონდა, რადგან არ იყო უშუალო სიახლოვეში მოთამაშეებთან და მათ გზაზე არ ეღობებოდა, ამიტომაც, ეპიზოდს დასრულების შესაძლებლობა მივეცი", - თქვა მატჩის მთავარმა არბიტრმა.

ზურიკო დავითაშვილს "ბორდოს" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და 2 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები