Belive

ბონუჩი და მისი მეუღლე ტურინის მოსახლეობას 19.000 პირბადეს დაურიგებენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"იუვენტუსის" ერთ-ერთი ლიდერი - ლეონარდო ბონუჩი და მისი მეუღლე, ტურინის მოსახლეობას 19.000 პირბადეს დაურიგებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბონუჩი პირბადეებს პირადად გადასცემს 19 ორგანიზაციას, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობისათვის დარიგებას. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ლეონარდო ბონუჩი ტურინის მოსახლეობაზე ზრუნავს და ქველმოქმედებას მიმართავს. კორონავირუსის პანდემიის გამო სერია ა შეჩერებულია და საფეხბურთო მოედნის მიღმა დარჩენილი ლეონარდო ბონუჩი ქველმოქმედებაში აქტიურადაა ჩართული. "ბიანკონერის" მცველმა ტურინის ერთ-ერთ ჰოსპიტალს უკვე შესწირა 120.000 ევროს ღირებულების ინვენტარი. ბონუჩიმ და მისმა მეუღლემ ტურინის მოსახლეობისათვის 50 ჰაერის ფილტრაციის ნიღაბიც შეიძინეს.    

სხვა სტატიები