Belive

ბოლონიას მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო იტალიანო საავადმყოფოში გადაიყვანეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლონიას მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო იტალიანო საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს, ინფორმაცია იტალიურმა გუნდმა გაავრცელა. წყაროს ცნობით 47 წლის სპეციალისტი ბაქტერიული პნევმონიით ბოლონიის საავადმყოფოში მოათავსეს და იქ 5 დღის განმავლობაში იმკურნალებს. გუნდის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ იტალიანოს მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, განახლებული ინფორმაცია კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ბოლონია ხუთშაბათს ევროპა ლიგის მატჩში FCSB-ის (ყოფილი სტიაუა ბუქარესტის სახელით ცნობილი) დაუპირისპირდება, ხოლო კვირას სერია A-ში ფიორენტინას შეხვდება. აღნიშნულ დაპირისპირებებში დიდი ალბათობით ვინჩენცო იტალიანოს მოვალეობებს, მისი ასისტენტი დანიელ ნიკოლინი შეასრულებს.

სხვა სტატიები