Belive

ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე - დანიელე ორსატომ ცრემლები ვერ შეიკავა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

48 წლის იტალიელმა მსაჯმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალურ ეტაპზე "პსჟ"-სა და "დორტმუნდის" მატჩს უძღვებოდა, მატჩის დასრულების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ დანიელე ორსატომ თავის პროფესიონალურ კარიერაში ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო მატჩი იმსაჯა და სამსაჯო კარიერას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს.

დანიელე 2010 წლიდან FIFA-ს ოფიციალური ლიცენზირებული მსაჯია. იგი 2020 წელს კალენდარული წლის საუკეთესო მსაჯად დაასახელეს. მას არაერთი უმნიშვნელოვანესი მატჩის ბედი ანდეს, მისი კარიერული "ვარდნა" კი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყო, მაშინ, როდესაც არგენტინა-ხორვატიის მატჩის მიმდინარეობისას, ლუკა მოდრიჩი მასთან მივიდა და უთხრა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე არასამართლიანი და ცუდი მსაჯი იყო, რომელიც უნახავს.

ამის შემდეგ, დანიელე ორსატომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იგი მასთან დაკავშირებულმა პირებმა გადაარწმუნეს, რომ სამსაჯო კარიერის დასასრული ნაადრევი იყო.

დანიელე ორსატომ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო მატჩი იმსაჯა, სამსაჯო კარიერას კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაასრულებს.

სხვა სტატიები