Belive

ბოლივიის ჩემპიონატში მატჩის მიმდინარეობისას მსაჯი გარდაიცვალა (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლივიის ჩემპიონატში, მატჩის მიმდინარეობისას მთავარი მსაჯი ვიქტორ ჰიუგო - 31 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მან მატჩის მიმდინარეობისას გულის შეტევა მიიღო, რის შემდეგაც მატჩი შეჩერდა და ჰიუგო საავადყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბოლივიის ჩემპიონატში ერთმანეთს "ოლვეის რედი" და "ორიენტე პეტროლერო" უპირისპირდებოდნენ, მატჩი ელ ალტოს სახელობის სტადიონზე მიმდინარეობდა, რომელიც ზღვის დონიდან 3 900 მეტრზეა. მატჩის მიმდინარეობისას, კერძოდ კი 47-ე წუთზე, ვიქტორ ჰიუგომ უეცრად გონება დაკარგა და მოედანზე დავარდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების წევრებმა მსაჯი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

სხვა სტატიები