ბოკა ხუნიორსის კარში გამორჩეულად ლამაზი გოლი გავიდა
არგენტინის პრიმერა დივიზიონის „კლაუსურას“ სადებიუტო ტურში, ბოკა ხუნიორსი სტუმრად დეპორტივო რიესტრასთან (3:0) განადგურდა.
საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ, „გილერმო ლაზას“ მოკრძალებულ, სულ რაღაც 3 000-იან სტადიონზე, რიესტრა ბრაიან სანჩესის (მე-7 წთ) და ანტონი ალონსოს (23-ე წთ) გოლების წყალობით უკვე დამაჯერებლად ლიდერობდა, ტაიმის მიწურულს კი მასპინძლებმა მეტოქე საბოლოოდ გატეხეს.
ბოკამ კუთხურის გათამაშების შემდეგ ბურთი დაკარგა, შეტევის დაგვირგვინება ვერ შეძლო და მეტოქეს სასიკვდილო კონტრშეტევა „აჩუქა“.
არგენტინელმა ფორვარდმა, ალექსანდერ დიასმა რეიდი საკუთარი ნახევრიდან დაიწყო - ორ მეტოქეს ელვისებურად გასცდა, ხოლო სანამ მესამე რამის მოფიქრებას მოასწრებდა, ბურთი ბოკას 2-მეტრიან მეკარეს, ალვარო მონტეროს, ოსტატურად გადაავლო თავზე.
PUSKÁS NELE?! 🤯
— 365Scores Brasil (@365ScoresBR) July 27, 2026
Que golaço no duelo entre Deportivo Riestra e Boca Juniors pelo Campeonato Argentino! O autor dessa pintura foi Alexander Díaz.pic.twitter.com/Nk7FDgASZe