Belive

Bleacher Report - 2022 წლის მუნდიალის გამარჯვებულები და დამარცხებულები

1 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც ისტორიაში მესამე ჩემპიონობა იზეიმა.

ვებგვერდმა, bleacherreport-მა, მუნდიალი შეაჯამა და ტურნირის 5 გამარჯვებული და დამარცხებული გამოყო:

1. გამარჯვებული - ორი ლიონელი

,,მესიმ ეს გააკეთა. საბოლოოდ, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მან ფინალში ორი გოლი გაიტანა და საოცარი მატჩი ჩაატარა. ლეომ ყველა გააჩუმა, არგუმენტი - ,,მესი არ შეიძლება ჩაითვალოს ყველა დროის საუკეთესოდ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატი არ მოუგია,'' აღარ არსებობს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი. საუდის არაბეთთან მარცხის შემდეგ, 44 წლის სპეციალისტის ჭკვიანურმა ნაბიჯებმა ყველაფერი შეცვალა. მან რამდენიმე თამამი გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის ლაუტარო მარტინესის სათადარიგოთა სკამზე დასმა და მისი ხულიან ალვარესით ჩანაცვლება...

ვინ იფიქრებდა, რომ მესისთვის მიზნის მისაღწევად გასაღები კიდევ ერთი ლიონელი იქნებოდა?''


2. დამარცხებული - კრიშტიანუ რონალდუ

,,მესისთან და მბაპესთან შედარებით, რონალდუს ცუდი მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა. მან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა - პენალტი განასთან მატჩში. კრიშტიანუმ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მის ნაცვლად გონსალო რამოშმა ითამაშა, რომელმაც პირველივე შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

რონალდუმ შეიმუშავა ეს ნელი, თითქოს დაუბალენსებელი სტილი, რის გამოც წამგებიან პოზიციაში ხშირად ვარდებოდა. შემდეგ იყო მუდმივი ჟესტიკულაცია, როცა ბურთს არ აძლევდნენ, გაღიზიანება, როცა ცვლიდნენ და მისი პრეტენზია ბრუნო ფერნანდეშის გოლზე ურუგვაის წინააღმდეგ (მიუხედავად ფიფას განცადებისა, რომ ეს მისი გოლი არ იყო). სანტუშის წასვლის შემდეგაც რთულია ისეთი მომავლის დანახვა, რომელშიც რონალდუ პორტუგალიას წარმატებამდე მიიყვანს.


3. გამარჯვებული - აფრიკული ფეხბურთი

,,როგორც ერთხელ დიდმა ფილოსოფოსმა, შაკირამ, თქვა: ,,This Time For Africa!'' რა თვე გამოვიდა კონტინენტისთვის მაროკოს ნახევარფინალში გასვლის შემდეგ... აქამდე აფრიკულ ნაკრებს ასე შორს არასდროს გაუღწევია.

მაროკოს მიღწევა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მთელ კონტინენტს დიდ იმედს აძლევს. თუმცა, იცით რა? ეს არ იყო ერთადერთი აფრიკული გუნდი, რომელმაც გულშემატკივართა ყურადღება მიიპყრო. კამერუნს არ გაუმართლა, რომ ვერ გავიდა ჯგუფიდან, სადაც ბრაზილია, სერბეთი და შვეიცარია თამაშობდნენ. კამერუნელებმა ვინსენტ აბუბაქარის თაოსნობით არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს.

სენეგალმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, განა კი მეორეადგილოსანს ერთი ქულით ჩამორჩა. რთული მეტოქეების წინააღმდეგ კარგი თამაშის ჩვენებით ყველა აფრიკულმა გუნდმა უნდა იამაყოს.''


4. დამარცხებული - ვისაც სურს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი არსებული სახით შეინარჩუნოს

,,კატარი 2022-მა ერთი რამ დანამდვილებით დაამტკიცა: მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი არ უნდა შეიცვალოს. ჯგუფური ეტაპი დრამატულობითა და შოკისმომგვრელი შედეგებით, რომელშიც გუნდები ქულებისთვის შეუპოვრად იბრძოდნენ. 32-გუნდიანი ფორმატი ამ მიზეზითაა შექმნილი - რვა ოთხგუნდიანი ჯგუფი საშუალებას აძლევს ნაკრებს, რომ ერთი მარცხის მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი არ დაკარგოს.

კიდევ 16 გუნდის დამატება ტურნირს ძალიან გადატვირთავს. ასეთი გადაწყვეტილებით ფიფას აშკარად სურს, რომ სატელევიზიო და სასპონსორო შემოსავლები გაზარდოს. კატარში ,,პატარა'' ნაკრებების წარმატება არგუმენტად იქნება გამოყენებული: ,,ნახეთ რა კარგად ითამაშა მაროკომ? არ გსურთ ამის ნახვა უფრო მეტი გუნდისგან?''


5. გამარჯვებული - გუნდები, რომლებსაც ამომავალი ვარსკვლავების გაყიდვა სურთ

,,შეგიძლიათ დადოთ ფსონი, რომ ლიგა 1-ის ბოლოადგილოსანი გუნდი, ,,ანჟერი'' აზედინ უნაის სანაცვლოდ კლუბისთვის რეკორდულ თანხას მიიღებს. ,,პსვ ეინდჰოვენის'' საბჭო კოდი გაკპოს თითოეულ გოლზე კმაყოფილებას გამოხატავდა, რადგან ნიდერალნდელი თავდამსხმელი, როგორც ჩანს, მალე ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' გადავა. ხორვატი მცველის, იოშკო გვარდიოლის მიმართ აღფრთოვანება კიდევ უფრო გაიზარდა და იწერება, რომ ინგლისური გუნდები მის სანაცვლოდ 110 მილიონის გადახდას აპირებენ.

უნიკალურ სიტუაციაში ვართ, რადგან ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ტურნირს მოჰყვება. მუნდიალით შთაგონებული ტრანსფერები მაშინვე თამაშში ერთვება.

სხვა სტატიები