Belive

ბილბაო - რეალი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის "რეალი" გასვლით შეხვედრაში "ბილბაოს" დამარცხებას და მიმდინარე სეზონში, 100%-ნი შედეგის გაგრძელებას შეეცდება. ესპანეთის ლა ლიგის, მე-4 ტურის მატჩი, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ბილბაოში, "სან მამესზე" გასამართ მატჩს დამატებით ინტრიგას ის ფაქტი სძენს, რომ "ბლანკოსმა" გასულ სეზონში ვერცერთ შეხვედრაში ვერ შეძლო "ბილბაოს" დამარცხება. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩი, ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო გასვლით შეხვედრაში "რეალი" - "ბილბაოს" უგოლოდ დაუზავდა. კრიშტიანუ რონალდუსა და ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ, ხულენ ლოპეტეგი ახალ გუნს აყალიბებს, რომლის ლიდერებადაც კარიმ ბენზემა და გარეთ ბეილი მოგვევლინნენ. "სამეფო კლუბის" შემტევები ბრწყინვალე ფორმაში იმყოფებიან და მიმდინარე სეზონის სასტარტო ტურებში არაერთი ხიფათი შექმნეს მეტოქის კართან. ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა "რეალის" უპირატესობაზე მიუთითებს, თუმცა "სან მამესზე", "ბილბაოს" წინააღმდეგ არცერთი გრანდი გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსით არ სარგებლობს. მართალია, უკანასკნელი 6 შეხვედრიდან 4 "რეალის" გამარჯვებით, ხოლო 2 ფრედ დასრულდა, მაგრამ ბასკები ყოველთვის ღირსეულ წინააღმდეგობას უწევენ სამეფო კლუბს.

სხვა სტატიები