Belive

ბერძნული მედია: ,,რატომ წავიდა ოთხი ბერძენი ყავაზე? - ქართველების უცნაური შეკითხვა''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის მხრიდან დასმულ შეკითხვას ბერძნული მედია გამოეხმაურა:

,,ქართველი ჟურნალისტის შეკითხვამ ანასტასიოს ბაკასეტასსა (ნაკრების კაპიტანი) და ჩვენი გუნდის სხვა წარმომადგენლებს კითხვის ნიშანი გაუჩინა.

Geo Team-მა ორშაბათს დილით სოციალურ ქსელში ატვირთა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ბაკასეტასი, ციმიკასთან, მავროპანოსთან და პავლიდისთან ერთად თბილისის ერთ-ერთ კაფეშია.

ფაქტობრივად, რაღაც უცნაური აღმოჩნდა, რომ ბერძენი ფეხბურთელები თბილისში ტრიალებდნენ და ამან ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ კითხვა პრესკონფერენციაზეც კი დაისვა... ჟურნალისტმა კაპიტანს კომენტარის გაკეთება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბაკასეტასმა იკითხა, რატომ უნდა გამოხმაურებოდა ამ ყველაფერს...'' - წერს ბერძნული მედია

ხვალ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, ტურნირის საგზურს გაიფორმებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: Geo Team