Belive

ბექჰემი დიდი ბრიტანეთის პირველი მილიარდერი სპორტსმენი გახდა

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი დიდი ბრიტანეთის პირველი მილიარდერი სპორტსმენი გახდა, მონაცემებს BBC აქვეყნებს.

წყაროს ცნობით ბექჰემის ქონება 1.185 მილიარდ ფუნტ სტერლინგს (1.6 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს. ის მეორე ადგილზეა და დიდი ბრიტანეთის ყველა სპორტსმენს შორის, მხოლოდ ფორმულა 1-ის ყოფილი ხელმძღვანელის, ბერნი ეკლსტოუნის ოჯახს ჩამორჩება, რომლის ქონება 2 მილიარდი სტერლინგია.

ბექჰემი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად ექვსგზის პრემიერ ლიგის ჩემპიონი იყო, ახლა MLS-ში ინტერ მაიამის თანამფლობელია, რომელიც ლიგის ყველაზე ძვირფას ფრენჩაიზად - 1.45 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ის ასევე ისეთი კომპანიების ბრენდის ელჩია, როგორიცაა ადიდასი და ჰუგო ბოსი, მან ასევე ოფიციალურად რაინდის წოდება ნოემბერში მიიღო.

სიაში სხვა სპორტსმენებს შორის ასევე არიან: ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი სერ ლუის ჰამილტონი $580.1 მილიონი, მასტერსის ორგზის ჩემპიონი რორი მაკილროი $433.6 მილიონი, მოკრივე და ორგზის ჩემპიონი ენტონი ჯოშუა $320.1 მილიონი და ასევე მოკრივე და ყოფილი ჩემპიონი ტაისონ ფიური $216.1 მილიონი.