ბენზემა: "ჩვენ მენტალური სიძლიერით გავიმარჯვეთ"
3 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ჩემპიონთა ლიგა მადრიდის "რეალის" დნმ-ში ზის, ჩვენ ამ თამაშში მენტალური სიძლიერით გავიმარჯვეთ", - თქვა ბენზემამ, რომელიც ტურნირის ისტორიაში ყველაზე "ხანდაზმული" ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო.ბენზემას სიტყვებმა, "რეალისა" და "პსჟ-ს" 2018 წლის მერვედრინალური დაპირისპირება გაგვასენა, სადაც "პსჟ", თითქოსდა, დომინირებდა და მატჩის ფავორიტი იყო, თუმცა კლასისა და ჩემპიონთა ლიგაზე მეტი გამოცდილების ხარჯზე, რონალდუს დუბლითა და მარსელოს გოლით, მადრიდელებმა გამარჯვება მოიპოვეს. თამაშის შემდეგ კი, მაშინ ფეხბურთელის სტატუსით წარმოდგენილმა ხავიმ განაცხადა, რომ "რეალი" არის მონსტრი, რომელსაც შესაძლოა, მატჩის სადავეები ხელში არ ჰქონდეს, მაგრამ ტაბლოზე მისთვის სასურველი ანგარიში დაფიქსირდეს. რეალურად, სწორედ ასე მოხდა: მბაპე დაფრინავდა, ვერატი ცენტრს აკონტროლებდა და თითქოსდა, დაცვის ხაზი საიმედოდ თამაშობდა, მაგრამ მეორე ტაიმში შეცდომებმა თავი იჩინეს და ტაბლოზე ბენზემას სახელის გასწვრივ სამი ბურთი ჩაიწერა. შედეგად, ფრანგს ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე 79 გოლი მოუგროვდა და ამ შედეგით, კრიშტიანუ რონალდუს (140), ლიონელ მესის (125) და რობერტ ლევანდოვსკის ჩარმორჩება.