ბენიტესი: ,,რომა ვალდებულია, რომ სერია ა-ს ჩემპიონობისთვის იბრძოლოს''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,დიბალა და ვეინალდუმი ორივე დიდებული ფეხბურთელია. ორივენი სწრაფები არიან და ბევრი ძლიერი მხარე აქვთ. ისინი უკვე ჩამოყალიბებული გუნდის დაკომპლექტებას დაასრულებენ და დონეს კიდევ უფრო აამაღლებენ. ახალწვეულებისა და მოურინიოს გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ,,რომა'' ტიტულისთვის რბოლაში ჩაერთვება. მგონია, რომ ისინი, უბრალოდ, ვალდებულები არიან, უმაღლესი ადგილისთვის იბრძოლონ,'' - განაცხადა ბენიტესმა.,,რომა'' სერია A-ს ახალი სეზონის პირველ მატჩს კვირას, 14 ატვისტოს, ,,სალერნიტანასთან'' სტუმრად გამართავს. დედაქალაქურმა გუნდმა იტალიის ჩემპიონატი ბოლოს 2000-2001 წლების სეზონში მოიგო.