Belive

ბელინგემი დაისაჯა, თუმცა შვეიცარიასთან ითამაშებს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოსალოდნელი იყო UEFA-მ ბელინგემი დასაჯა, თუმცა, შვეიცარიასთან შეხვედრას არ გამოტოვებს.

1/8-ფინალური მატჩში, სადაც ინგლისი სლოვაკეთის ნაკრებს უპირისპირდებოდა, ბელინგემმა გამათანაბრებელი გოლი გაიტანა. საუთგეიტის გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში მარცხდებოდა, თუმცა, 95-ე წუთზე მხსნელად ჯუდი მოევლინა. გატანილი მაკრატელას შემდეგ, 20 წლის ფეხბურთელმა ტრადიციული აღნიშვნის შემდეგ, უსიამოვნო ჟესტიც გააკეთა.

სწორედ ამის გამო შესაძლოა UEFA-მ ინგლისის ვარსკვლავი ერთ-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მიუხედავად ამისა, შვეიცარიასთან შეხვედრას არ გამოტოვებს. ბელინგემის სასჯელი ერთი წელი იქნება ძალაში და ამ დროის განმავლობაში ნებისმიერი შეხვედრის გამოტოვება შეუძლია. გარდა ამისა, ჯუდი 30 000 ევროთი დაჯარიმდა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ "სამ ლომს" მომავალი მატჩი 1/4-ფინალში შვეიცარიასთან ელის. მატჩი 6 ივლისს 20:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები