ბელინგემების მშობლებს დორტმუნდის სტადიონის გასახდელში შესვლა აეკრძალათ
ჯუდ და ჯობ ბელინგემების მშობლებს დორტმუნდის გასახდელში შესვლის უფლება ჩამოართვეს.
საქმე იმაშია, რომ ბუნდესლიგის პირველ ტურში, სადაც დორტმუნდი სტუმრად სენტ პაულს ეთამაშებოდა, პირველი ტაიმის შემდეგ, ნიკო კოვაჩმა მოედნიდან ჯობ ბელინგემი მოხსნა, რაც ბელინგემის მამას - მარკ ბელინგემს არ ესიამოვნა და შეურაცხყოფად მიიღო, რის შემდეგაც მოედნის გასახდელში შევიდა და დორტმუნდის მენეჯერს როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ამ ფაქტის შემდეგ, რამდენიმე საათის წინ, კლუბის წარმომადგენელმა, კერძოდ კი სპორტულმა დირექტორმა - სებასტიან კელმა ისაუბრა.
"ბელინგემის მამა, მარკი, იმედგაცრუებული იყო მთავარი მწვრთნელის, ნიკო კოვაჩის გადაწყვეტილებით. ეს არავის საქმე არ არის, თუ რას გადაწყვეტს მთავარი მწვრთნელი - კლუბის პირად საქმეში ჩარევა ყოველთვის და ყველასთვის მიუღებელია. ასეთი საქციელი სრულიად დაუშვებელია ჩვენთვის - სწორედ ამიტომ, მათ ჩვენი სტადიონის გასახდელზე წვდომა აღარ ექნებათ." - სებასტიან კელი
შეგახსენებთ, რომ 2 თვის წინ, ინგლისელი ფეხბურთელი ჯობ ბელინგემი სანდერლენდიდან დორტმუნდის ბორუსიაში გადავიდა. 19 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ გერმანულმა გუნდმა 33 მილიონი ევროს + 5 მილიონი ევროს ბონუსი გადაიხადა, ჯობმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა და 77-ნომრიანი მაისურით თამაშობს.