Belive

ბელგიისა და შვედეთის მატჩი შეწყდა - ბრიუსელში შვედეთის ორი მოქალაქე მოკლეს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიისა და შვედეთის მატჩის დროს, ბრიუსელში შვედეთის ორი მოქალაქე მოკლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა და მას პოლიცია ეძებს.

საფეხბურთო მატჩის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, როცა გასახდელში შესულმა ფეხბურთელებმა ინციდენტის შესახებ შეიტყვეს, მატჩის გაგრძელება არ ისურვეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მკვლელი თავად ამბობს, რომ სამი ადამიანი მოკლა (2 მოკლა, 1 კი დაჭრა) და ეს ღმერთის სახელით ჩაიდინა.

სტადიონზე გულშემატკივრებს მოუწოდებენ, რომ უსაფთხოების ზომების მიღებამდე, საკუთარ ადგილებზე დარჩნენ.