Belive

ბეილი რეალს ულტიმატუმს უყენებს

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მადრიდის "რეალისა" და გარეთ ბეილის ურთიერთობა შესაძლოა უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო დაიძაბოს. არაერთი ტაბლოიდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრავმებისადმი მიდრეკილი ბეილის გაშვება "ბლანკოსის" წარმომადგენლებს დიდი ხანია სურთ - თუმცა უელსელის მიზანი მადრიდში დარჩენაა. მოქმედი კონტრაქტის თანახმად ბეილს "რეალთან" კიდევ 3 წელი აკავშირებს. წყაროს მტკიცებით, გარეთ ბეილი "რეალის" წარმომადგენლებს ულტიმატუმს უყენებს და გუნდიდან გაშვების სანაცვლოდ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდას სთხოვს. უელსელი ვარსკვლავის წლიური ანაზღაურება 17 მილიონ ევროს შეადგენს - "რეალიდან" წასვლის შემთხვევაში კი ბეილი "ბლანკოსის" მესვეურებისგან სრული თანხის გადახდას (51 მილიონი ევრო) ითხოვს.
Untitled
გავრცელებული ინფორმაციით, "რეალის" გასახდელ ოთახში ბეილმა თანაგუნდელებს განუცხადა: "მოქმედი კონტრაქტის თანახმად "რეალთან" 3 წელი მაკავშირებს. თუ ჩემი გაშვება სურთ წელიწადში 17 მილიონი ევრო უნდა გადამიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში "რეალში" დავრჩები. მნიშვნელობა არ აქვს მათამაშებენ თუ არა - თავს გოლფის თამაშით გავირთობ." აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა ზინედინ ზიდანმა: "მან (ბეილი) არაერთი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ჩვენ დღევანდელი დღითა და მომავლით ვცხოვრობთ. ჩვენ არ ვივიწყებთ წარსულს, მაგრამ ვალდებული ვართ ვიცხოვროთ დღევანდელი დღით და განვვითარდეთ მომავალში. უკანასკნელი კვირების განმავლობაში სხვა ფეხბურთელებს უფრო ვენდობოდი და ვაძლევდი შანსს. დღეს მეოთხე შეცვლის განხორციელების შესაძლებლობა რომ მქონოდა მას მაინც არ ვათამაშებდი. მსგავს გადაწყვეტილებებს კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე ვიღებ და ყოველთვის ვითვალისწინებ იმას რაც კლუბისთვისაა მნიშვნელოვანი."

სხვა სტატიები