Belive

ბეგლარიშვილის მეშვიდე გოლი და საგოლე გადაცემა - ქართველების გუნდმა მეხუთე მატჩი მოიგო (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესტონეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრაში, ზაქარია ბეგლარიშვილისა და ანტონ თოლორდავას "ლევადიამ" "ნარვას" უმასპინძლა და - 3:2 დაამარცხა. ორივე ქართველმა ლეგიონერმა თამაში გამარჯვებული გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, შეხვედრა სრულად ჩაამთავრა და 3 ქულის მოპოვებაში თავისი წვლილიც შეიტანა. ბეგლარიშვილმა 25-ე წუთზე თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა და 61-ზე საგოლე გადაცემაც მიითვალა, ხოლო თოლორდავამ 41-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 30 წლის ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში, ესტონეთის ჩემპიონატში 6 გოლი დაუგროვდა, რა მაჩვენებლითაც ბომბარდირთა დავაში ლიდერობს, ამასთან ერთად, ბეგლარიშვილის აქტივში თასზე გატანილი გოლიცაა. რაც შეეხება 24 წლის ცენტრალურ მცველს, "თელავის" ყოფილმა კაპიტანმა ახალი გუნდის შემაგდენლობაში მეორედ, სასტარტო თერთმეტეულში და 90 წუთით კი პირველად ითამაშა. 6 ტურის შემდეგ, "ლევადიას" 5 მოგება, 1 მარცხი და შესაბამისად დაგროვილი 15 ქულა აქვს, რა მაჩვენებლითაც მეორე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ "პაიდეს" 1 ქულით ჩამორჩება.  

სხვა სტატიები