Belive

BBC: ბობი ჩარლტონის სიკვდილის მიზეზი ცნობილია

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული ინგლისელელი ფეხბურთელის, სერ ბობი ჩარლტონის გარდაცვალების მიზეზზე BBC-ი წერს.

გამოძიების ცნობით, ჩარლტონი The Willows-ში, დემენციის მქონე პაციენტებზე მორგებულ სახლში ცხოვრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სერ ბობის სიკვდილი შემთხვევითი იყო - სკამიდან ადგომისას წონასწორობა დაკარგა და თავი ფანჯრის რაფას ან ,,რადიატორს” ჩამოარტყა.

დაცემის შემდეგ, ჩარლტონს სხეულის სრული გამოკვლევა ჩაუტარდა, მაგრამ რაიმე ხილული დაზიანება არ აღმოაჩნდა.

შემთხვევიდან 5 დღეში ლეგენდარული ინგლისელი 21 ოქტომბერს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.