Belive

ბაზელმა გაბრიელ სიგუა გაანათხოვრა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

20 წლის ქართველი ნახევარმცველი, გაბრიელ სიგუა, ამ სეზონში ბაზელში არ დარჩება. შვეიცარიულმა კლუბმა სიგუა იჯარის წესით გაუშვა, თუმცა იქვე, შვეიცარიის ჩემპიონატში.

Blick-ის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი, მიმდინარე სეზონს ლოზანა სპორტში გაატარებს. სიგუას მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა. გაბრიელს ბაზელის შემადგენლობაში ადგილი დაკარგული ჰქონდა და ამ სეზონში ჯერ არც ერთი თამაში არ ჩაუტარებია.

გაბრიელ სიგუა შვეიცარიაში დინამო თბილისიდან, 2023 წელს გადავიდა. მას ბაზელთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. ქართველს გამუდმებული ტრავმების გამო, თავის გამოჩენის შანსი ხშირად არ ეძლეოდა.

სხვა სტატიები