Belive

ბარსელონასა და სტოკის ყოფილმა პლეიმეკერმა კარიერა დაასრულა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიური გრანდისა და ბრიტანული "სტოკის" ყოფილმა პლეიმეკერმა - იბრაჰიმ აფელაიმ, კარიერის დასრლების შესახებ სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა. 34-წლის ფეხბურთელი, რომელმაც "ბარსელონას" შემდეგ, "სტოკში" 4 წელი დაჰყო მუდმივმა ტრავმიანობამ გატანჯა. აფელაი იმედოვნებდა, რომ ახალი კლუბის მოძიებას შეძლებდა, თუმცა კარიერის დასრულების გადაწყვების მიღება მოუწია.

"კარიერა დავასრულე. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასრულება ადრეულ ასაკში მომიწია, გადაწყვეტილების მიღებაზე მუდმივად ვფიქრობდი. ზუსტად ვიცოდი, თუ რა მსურდა და რა არ მსურდა. საბოლოოდ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მივიღე. ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც არაფრის შეცვლა შეგიძლია. ვიმედოვნებდი, რომ კიდევ ერთი წლით შევძლებდი კარიერის გაგრძელებას, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად", - აღნიშნა იბრაჰიმ აფელაიმ.
კარიერის დასრულების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, იბრაჰიმ აფელაის ყოფილი თანაგუნდელი ბოიან კრკიჩი გამოეხმაურა. კრკიჩის მტკიცებით, აფელაი ბრწყინვალე ადამიანი, გუნდელი და მეგობარია, რომლის გვერდით თამაში მისთვის უდიდესი პატივი იყო.
იბრაჰიმ აფელაის თაობაზე, "სტოკმა" ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა: "კარიერის დასრულების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, იბრაჰიმ აფელაის ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Ibrahim Afellay (@ibrahimafellay)

სხვა სტატიები