ბარსელონამ პიკეს შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ, რაც ,,ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო გუნდმა მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო.
ესპანელმა ფეხბურთელმა ამ გადაწყვეტილების შესახებ, გულშემატკივრებს თავად აცნობა. პიკემ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით 2-წუთიანი ვიდეო გაავრცელა, სადაც გულშემატკივარს გამოემშვიდობა.
ჟერარი ,,ბარსელონას” ძირითად გუნდში 2008 წლიდან თამაშობს და კატალონიურ გუნდთან ერთად 30 ტიტულის მოგება შეძლო.
ხავიმ დაადასტურა, რომ "ბარსა" ახალი ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს:
"იანვარში მცველს აუცილებლად დავიმატებთ. ეს ჩვენითვის პრიორიტეტი იქნება, რადგან პიკემ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო."
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის მთავარი სამიზნე ინიგო მარტინესი იქნება.