ბარსელონამ ნიკო უილიამსთან პირობები თითქმის შეათანხმა
რამდენიმე წუთის წინ ფაბრიციო რომანომ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ამბობს, "ბარსელონა" მხოლოდ ნიკო ვილიამსის ტრანსფერზე არის კონცენტრირებული. ამავე წყაროზე დაყრდნობით ფეხბურთელის გარემოცვასთან შეხვედრები გრძელდება, რათა პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწიონ.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას "ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკო ნიკოს აგენტს შეხვდა და მოლაპარაკებები კარგად წარიმართა.
🚨🔵🔴 Barcelona are only focused on Nico Williams, this remains clear plan with more contacts scheduled this week to get green light on personal terms.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 22, 2024
After meeting Nico's agent last week, Deco has new round of talks ready.
Other targets will be discussed after Nico deal. pic.twitter.com/gHOi35OHi0
როგორც ჟოან ლაპორტამ განაცხადა, გუნდს უილიამსის ტრანსფერის განსახორციელებლად საკმარისი სახსრები აქვს. ესპანური მედიის თქმით, როგორც კი კატალონიელები ლა ლიგისგან აღნიშნულ ტრანსფერზე თანხმობას მიიღებენ, უილიამსი მაშინვე "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდება.
გასული ევრო 2024 აწ უკვე ჩემპიონმა ნიკო უილიამსმა შესანიშნავად ჩაატარა. თითქმის ყველა შეხვედრაში ესპანეთის ნაკრების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა. 22 წლის მოთამაშემ გერმანიაში გამართულ ტურნირზე 6 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 2-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. ამასთან ერთად, 1 საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა.