ბარსელონამ ლიდსთან რაფინიას ტრანსფერი შეათანხმა
,,ლიდს იუნაიტედისა'' და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, რაფინია კარიერას კატალონიის ,,ბარსელონაში'' გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, გუნდებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და კატალონიელებს 25 წლის შემტევის ტრანსფერი 67 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ,,ბარსელონაში'' თამაში რაფინიას სურვილიცაა, როგორც რომანო წერს, ფეხბურთელი ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. რაფინია ,,ლიდსში” 2020 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში ბრაზილიელმა ინგლისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Raphinha to Barcelona, here we go! Full agreement reached with Leeds after today’s bid accepted: €58m fixed fee plus add-ons up to total €67m package. 🚨🔵🔴 #FCB Raphinha only wanted Barça since February and he’s set to sign until June 2027, time for documents and contracts. pic.twitter.com/JtLXCXa03e — Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 12, 2022