Belive

ბარსელონამ ინტერს ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონა'' ,,ინტერის'' ნახევარმცველის, მარსელო ბროზოვიჩის გაფორმებით ინტერესდება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიელებმა ,,ნერაძურის'' ხორვატის სანაცვლოდ ფრენკ კესი შესთავაზეს.

კესი ,,ბარსელონაში'' 2022 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მიმდინარე სეზონში 26 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე ,,ბლაუგრანას'' მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში 1 გოლია.

რაც შეეხება ბროზოვიჩს, ფეხბურთელი ,,ინტერში'' 2015 წელს ,,დინამო ზაგრებიდან'' გადავიდა. მიმდინარე სეზონში ხორვატმა მილანური გუნდის მაისურით 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები