რამდენიმე წუთის წინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი დასრულდა.
კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა, რითაც ორთამაშიან დუელში 4:1 გაიმარჯვა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა.
"ბლაუგრანას" ფეხბურთელები კოპა დელ რეის ფინალში ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებენ - აღნიშნული შედეგი კი უნიკალურია.