"ბარსელონა" ადამა ტრაორეს გამოსყიდვას არ აპირებს - ესპანელი ვინგერი სეზონის დასრულების შემდეგ "ვულვზში" დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა ტრაორე 2022 წლის დასაწყისში იჯარის წესით დაიმატა. 26 წლის ესპანელის გამოსასყიდი თანხის ოდენობა 30 მილიონია, თუმცა, როგორ ჩანს, "ბარსელონას" ფინანსური მდგომაეობიდან გამომდინარე, ტრანსფერი არ შედგება.
ადამა ტრაორემ "ბარსელონას" მაისურით 15 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.