ლეგენდარულმა იტალიელმა კიპერმა - ჯიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "იუვენტუსს" დატოვებს. ტურინული გრანდის რიგებში გატარებული 17-წლიანი ფანტასტიკური კარიერის შემდეგ, ბუფონმა პირველად “იუვენტუსი” 2018 წელს დატოვა და “პარი სენ ჟერმენს” შეუერთდა. ტომას ტუხელის მეთაურობით, პარიზულ გრანდში ბუფონისა და ალფონს არეოლას როტაცია ხდებოდა – საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ბუფონი კვლავ “ბიანკონერის” დაუბრუნდა.
beIN SPORTS-სთან საუბარში, ბუფონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ “იუვენტუსის” მაისურით უკანასკნელ სეზონს ატარებს. სახელოვანი კიპერის განცხადების შემდეგ, 6 ევროპული კლუბი მისი გადაბირებით დაინტერესდა. Tuttosport-ის მტკიცებით, ბუფონის მსურველთა შორის "ბარსელონაც" ფიგურირებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბუფონის გადაბირებით რონალდ კუმანი პირადადაა დაინტერესებული.
Tuttosport-ი "ბარსელონასთან" ერთად ბუნდესლიგის, პორტუგალიის ლიგა 1-სა და თურქეთის სუპერ ლიგის გრანდებს ასახელებს - "აინტრახტი", "სპორტინგი", "გალათასარაი", "ოლიმპიაკოსი" და "დინამო კიევი" ბუფონის სამსახურით ინტერესდებიან.
ასევე იხილეთ:ოფიციალურად | ბუფონმა იუვენტუსის დატოვების თარიღი დაასახელა