რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩი "რეალსა" და "ბარსელონას" შორის.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული შეხვედრა კატალონიელთა მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანამ" "ელ კლასიკოების" ისტორიაში 96-ე მოგება იზეიმა და ამ მაჩვენებლით "რეალს" გადაასწრო.
რაც შეეხება გატანილ გოლებს, "ბარსელონა" თავის მოსისხლე მტერს 3 დღის წინ 8 გოლით ჩამორჩებოდა, თუმცა დღეს უკვე ეს რიცხვი 4-მდე ჩამოვიდა.