Belive

ბარსელონა ლიგა 1-ის ერთ-ერთი ბომბარდირით დაინტერესდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონამ" თვალი "ლილის" ფეხბურთელს, ნიკოლა პეპეს დაადგა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული Diario Sports ავრცელებს. მოგეხსენებათ, ლუის სუარესი ბოლო პერიოდია ისეთივე შედეგიანი ვეღარ არის. კატალონიელებს კი ახალი თავდამსხმელის დამატება სჭირდებათ. წყაროს თქმით, "ბარსელონას" სკაუტები გასულ კვირას, "მონპელიესა" და "ლილის" მატჩს სწორედ ნიკოლა პეპეს თამაშის სანახავად დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ "ლილის" 23 წლის შემტევი წელს საფრანგეთში სუპერ შედეგიანია. მის ანგარიშზე 16 გოლი და 10 ასისტია. პეპე ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ კავანისა (20) და მბაპეს ჩამორჩება (17).

სხვა სტატიები