Belive

ბარსელონა კლასიკოში ისევ განსაკუთრებული ფორმით ითამაშებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონამ, ბრიტანელი მომღერლისა და პროდიუსერის, ედ შირანის ახალი ალბომის ლოგოთი ფორმა წარადგინა.

ფორმა მუსიკალური პლათფორმის, Spotify-სთან თანამშრომლობით შეიქმნა. „ბლაუგრანას“ მამაკაცთა გუნდი ამ ფორმას 26 ოქტომბერს რეალ მადრიდის წინააღმდეგ ჩაიცვამს, ხოლო ქალთა გუნდი - 19 ოქტომბერს, გრანადას წინააღმდეგ.

ედ შირანთან გაერთიანებამდე, ბარსელონას მაისურის წინა მხარეს ტრევის სკოტის, Coldplay-ის, კაროლ ჯის, The Rolling Stones-ის, როსალიასა და დრეიკის ალბომების ვიზუალებიც ყოფილა (ელ კლასიკოებში).

მაისურზე „Play“-ის ლოგო ხაზს უსვამს მუსიკის უნარს, გადალახოს საზღვრები და გააერთიანოს ადამიანები.

ბარსა გამოირჩევა ახალგაზრდული სულით და თამაშის ექსპრესიული სტილით, რომელიც ჩამოყალიბებულია La Masia-ში გაწვრთნილი ახალგაზრდა მოთამაშეების მიერ. ედ შირანის სიყვარული ფეხბურთისა და ბარსელონას მიმართ ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო ავთენტურს ხდის, რაც იმ რწმენაზეა დაფუძნებული, რომ შემოქმედებითობას, მუსიკასა და ფეხბურთს შეუძლია შთააგონოს ადამიანები როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ - ნათქვამია ბარსელონას ოფიციალურ განცხადებაში

რეალი ბარსელონას სანტიაგო ბერნაბეუზე, სეზონის პირველ ელ კლასიკოში, 26 ოქტომბერს მიიღებს. ეს ლა ლიგის მე-10 ტური იქნება. მერვე ტურის მდგომარეობით, რეალი 21 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეზე მყოფ კატალონიურ გუნდს 2 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები