Belive

"ბარსელონა დაბრუნდა!" - ლაპორტა კონკურენტებს აფრთხილებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
€55 მილიონიანი ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, კატალონიური გრანდის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "ბარსელონას" კონკურენტებთან ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა კვლავ შეუძლია და საჩემპიონო ბრძოლაში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. "ბარსელონა" მე-5 ადგილზე იმყოფება, თუმცა ჟოან ლაპორტა მიიჩნევს, რომ ფერან ტორესის ტრანსფერის შემდეგ, კატალონიურ გრანდს სეზონის გადარჩენა კვლავ შეუძლია. "ბლაუგრანას" მოედანზე და მის მიღმა საკმაოდ რთული პერიოდი ედგა - ფინანსური პრობლემების გამო, გუნდმა სუპერვარსკვლავი ლეო მესი დაკარგა და ლა ლიგაში საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა. კატალონიელთა მდგომარეობას ის ფაქტიც ართულებს, რომ ლა ლიგაში შექმნილი პრობლემების ფონზე, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგასაც გამოეთიშა. მიუხედავად ყველაფრისა ჟოან ლაპორტა მიიჩნევს, რომ ფერან ტორესის ტრანსფერი იმის ნათელი მაგალითია, რომ "ბარსელონა" დაბრუნდა და მაღალ დონეზე ასპარეზობა კვლავ შეუძლია.
"ჩვენ ვცილობთ, რომ საფეხბურთო ბაზარზე კვლავ სამაგალითო ვიყოთ. ყველა მზად უნდა იყოს, რადგან დავბრუნდით. ჩვენ ვართ მაგალითი და მაგალითი ის არის, რომ ფერანი ჩვენთანაა. ჩვენ კვლავ დავბრუნდებით. მშვიდად ვმუშაობთ - ზამთარში ფეხბურთელების დამატებას შევეცდებით, ასევე ვმუშაობთ საშუალოვადიან პერსპექტივაზე", - აღნიშნა ჟოან ლაპორტამ.

სხვა სტატიები