Belive

ბალაკი: "ვან დაიკს ძალიან გაუმართლა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" ყოფილი ნახევარმცველის - მიხაელ ბალაკის მტკიცებით, ვირჯილ ვან დაიკს ძალიან გაუმართლა. სახელოვანმა გერმანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ვან დაიკს წილად ხვდა ბედნიერება ეასპარეზა პრემიერ ლიგის იმ ერაში, რომელშიც დიდებული თავდამსხმელების ნაკლებობაა. ოქროს ბურთის მოსაპოვებლად, "ლივერპულის" დაცვის ბურჯმა ლეო მესის ღირსეული კონკურენცია გაუწია და უპრესტიჟულესი ტიტული მედგარ ბრძოლაში დათმო. ვან დაიკის ბრწყინვალე ასპარეზობიდან გამომდინარე, არაერთი მიმომხილველის აზრით, იგი მსოფლიოში საუკეთესო მცველია. მაგრამ ბალაკი, რომელმაც პრემიერ ლიგაში 105 მატჩი გამართა აღნიშნავს, რომ დიდიე დროგბას, ალან შირერირს, კარლოს ტევეზისა და ტიერი ანრის ეპოქაში ვან დაიკს ძალიან გაუჭირდებოდა. "ვან დაიკი ძალიან იღბლიანია, რომ დროგბას, ლამპარდის, შირერის, ანრის, რუნის, ვან პერსის, ტევეზის, ადებაიორისა და დიეგო კოშტას წინააღმდეგ არ მოუწია თამაში", - აღნიშნა ბალაკმა. ვან დაიკის დაცვა სტივ ნიკოლმა სცადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბრწყინვალე ფიზიკური და ტექნიკური მონაცემების შედეგად, ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი ნებისმიერ თავდამსხმელს დაჯაბნის.

სხვა სტატიები