Belive

ბალაკი უნიონის შესაძლო ჩემპიონობაზე: ,,რატომაც არა?''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მიხაელ ბალაკი არ გამორიცხავს, რომ ,,უნიონ ბერლინს'' ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის მოგება შეუძლია:

,,ალბათ, ,,უნიონის'' შესაძლო ჩემპიონობაზე საჯაროდ საუბარი თავხედობა იქნებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საჩემპიონო რბოლაში ისეთი ძლიერი კონკურენტი ჰყავს, როგორიც მიუნხენის ,,ბაიერნია'', რომელიც ბუნდესლიგაში წლებია დომინირებს. მაგრამ, ოცნება შეიძლება, რატომაც არა?!

როგორც წარსულმა გვიჩვენა, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. ამაში 1998 წელს დავრწმუნდი, როცა ,,კაიზერსლაუტერნში'', ელიტურ დივიზიონში გადასვლისთანავე, ჩემპიონები გავხდით. ასევე, ,,ლესტერის'' მაგალითიც გვაქვს, რომელმაც 2016 წელს პრემიერლიგა მოულოდნელად მოიგო. შეიძლება, მთელი სეზონი საოცრად ჩაატარო, ასე იყო ჩვენსა და ,,ლესტერის'' შემთხვევაშიც,'' - განაცხადა ბალაკმა.

ბუნდესლიგის 7 ტურის შემდეგ ,,უნიონი'' 17 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,დორტმუნდს'' 2 ქულით უსწრებს.

დედაქალაქურ გუნდს გერმანიის ჩემპიონატში გასული სეზონიდან მოყოლებული 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

სხვა სტატიები