Belive

ბალახი, რომელიც ნაპოლის ფანებმა უდინედან წამოიღეს, eBay-ზე იყიდება

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,უდინეზესთან'' მატჩის შემდეგ, რომელშიც ,,ნაპოლიმ'' იტალიის ჩემპიონობა გაიფორმა. ასეულობით ნეაპოლელი მოედანზე შეცვივდა.

რამდენიმე ფანმა სტადიონიდან ისტორიული შეხვედრის ბალახი წაიღო, რისი ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

როგორც ჩანს, ზოგიერთი ტიფოზისთვის ეს ფულის შოვნის საშუალებად იქცა - eBay-ზე Dacia Arena-დან წამოღებული ბალახი 700 ევროდ იყიდება, მინიმალური ფასი კი 100 ევროა.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთი გამყიდველი ,,პროდუქტის'' მდგომარეობას ,,ახლად'' აფასებს.

სხვა სტატიები