Belive

ბაიერნმა მომზადებული კონტრაქტი უკან წაიღო - კიმიხის სიტუაცია მძიმდება

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საკმაოდ დიდი იმის შანსი, რომ მომავალ სეზონში, იოზუა კიმიხი "ბაიერნის" შემადგენლობაში ვეღარ ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რეკორდმაისტერმა" კიმიხისთვის მომზადებული ახალი კონტრაქტი უკან წაიღო, რადგან ისინი დაიღალნენ ფეხბურთელის გაუთავებელი წუწუნითა და ყოყმანით კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

კერძოდ - 27 თებერვალს, აქტიურად იწერებოდა, რომ "ბაიერნმა" 30 წლის გერმანელ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი უკვე გაუმზადა და ფეხბურთელს ხელი ამ დღეებში უნდა მოეწერა, თუმცა დღეს მათ ეს კონტრაქტი გააუქმეს, რადგან კიმიხთან კონკრეტულ დეტალებზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო გრანდები: "ბარსელონა"; "არსენალი"; "ლივერპული", "პსჟ" და "სიტი" აქტიურად არიან დაინტერესებული 30-წლის გერმანელი ნახევარმცველის ტრანსფერით.

ნახევარმცველის ოფიციალური სატრანსფერო ღირებულება50 მილიონ ევროს შეადგენს და "ბაიერნთან" მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.

კიმიხი "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში 2015/2016 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც 426 მატჩი ჩაატარა, სადაც 43 გოლის გატანა, 114 საგოლე გადაცემის შესრულება და არაერთი ტიტულის მოგება შეძლო.

სხვა სტატიები