აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ქართველების მეტოქეები ცნობილია
ცოტა ხნის წინ დასრულდა აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა, სადაც ქართველი ფეხბურთელების მეტოქეებიც გაირკვა. გიორგი გველესიანის "პრესეპოლისი" E ჯგუფში მოხვდა, სადაც "ალ დუჰაილს", "იშტიკლოლს" და "ალ ნასრს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელის ღირსებას კრიშტიანუ რონალდუ იცავს.
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს თომა ტაბატაძეც, რომელიც D ჯგუფში ნეიმარის "ალ ჰილალთან" ერთად მოხვდა. გარდა ამისა, D ჯგუფში ტაბატაძის "ნავბაჰორის" მეტოქეები "ნასაი" და "მუმბაი სითი" იქნებიან.
B ჯგუფში მოხვდა ჯაბა ჯიღაურის "ნასაფი", რომელიც "ალ საადს", "ალ ფაისალს" და "შარჯას" შეხვდება.
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს ვაკო ყაზაიშვილიც, რომლის გუნდი "კავაზაკისთან", "ბანგკოკ პათუმთან" და "ჯოჰორთან" ერთად ასპარეზობს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ აზიის ჩემპიონთა ლიგა სტარტს 19 სექტემბერს აიღებს.