ავთანდილ ასათიანი - მეამაყება საქართველოს ნაკრები
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
„რუსეთის ნაკრები ტოპ გუნდია და ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მეოთხედფინალში ვითამაშეთ. ჩვენ პირველად ვთამაშობთ ევროპის ჩემპიონატზე და ეს ჩვენთვის ისტორიული მიღწევაა. თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ“, – განაცხადა ავთანდილ ასათიანმა.ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის თქმით, ევრო 2022-ზე მოხვედრა საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის უდიდესი შედეგია:
„დღეს ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერ ნაკრებთან შეგვიძლია კონკურენცია. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ დიდ წარმატებას. რამდენიმე წლის წინ საქართველოს ფუტსალის ნაკრები ცოტამ თუ იცოდა, ახლა კი ბევრმა გულშემატკივარმა გაიცნო. ცოტას ეგონა, რომ ჩვენ შეგვეძლო მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რაც ნიდერლანდებში დავაფიქსირეთ“.აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მეათედ ითამაშებს. უფრო მეტჯერ ამ ეტაპამდე მხოლოდ ესპანელებმა მიაღწიეს. საქართველოს ნაკრებისთვის ეს გათამაშება ისტორიული სხვა კუთხითაც იყო – გუნდმა მეთხედფინალში მე-13 მატჩი ჩაატარა საკვალიფიკაციო ეტაპის გათვალისწინებით.