Belive

ავსტრიის 24-გზის ჩემპიონი - მერაბ ჟორდანია ფეხბურთში ბრუნდება 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გამოცდილი ქართველი საფეხბურთო ფუქნციონერი მერაბ ჟორდანია ფეხბურთს უბრუნდება. დიდი ალბათობით, ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი მალე ავსტრიული კლუბის ინვესტორი გახდება. როგორც ავსტრიული პრესა იუწყება, 60 წლის ქართველი ბიზნესმენი ინვესტიციას ვენის "აუსტრიაში" ჩადებს. "მერაბ ჟორდანიას წარდგენას კლუბი წინა პარასკევს აპირებდა, თუმცა იგი კორონავირუსს მკურნალობს და ამის გამო ვენაში ჩასვლა ვერ შეძლო და იქ თავისი ვაჟი გააგზავნა. საბოლოო გადაწყვეტილება და პრეზენტაცია შემდეგი კვირის ბოლომდე ვერ შედგება.  ჟორდანიასთან ერთად ვენის "აუსტრიაში" ინვესტიციას ქართველი ბიზნესმენი მიხეილ სურგულაძე და მისი Insignia Group-ი ჩადებს. მერაბ ჟორდანია ან მისი ვაჟი მიიღებენ ადგილს "აუსტრიას" სამეთვალყურეო საბჭოში", - წერს ავსტრიული გამოცემა kurier.at-ი. საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი 2010-16 წლებში არნემის "ვიტესს" ხელმძღვანელობდა, რა დროშიც ნიდერლანდურ გუნდში გურამ კაშიამ, ვაკო ყაზაიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ ითამაშეს. 2016/17 წლების სეზონში, კაშიას კაპიტნობით, "ვიტესმა" ისტორიაში ერთადერთი ტიტული - ქვეყნის თასი მოიგო. ვენის "აუსტრია" ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტიტულოვანი კლუბია. მათ ავსტრიის ჩემპიონატი 24-ჯერ მოიგეს და მხოლოდ თანაქალაქელ "რაპიდს" (32) ჩამორჩებიან. 27-ჯერ მათ ქვეყნის თასი მოიგეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია და 6-ჯერ სუპერთასის გამარჯვებულებიც გახდნენ.

სხვა სტატიები