Belive

ავსტრალიის ჩემპიონატიდან სამშობლოში - ბექა დარცმელია თბილისურ კლუბში ითამაშებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

23 წლის ქართველი ნახევარმცველი ბექა დარცმელია ავსტრალიის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა.

"დინამო თბილისის" აღზრდილმა ფეხბურთელმა ავსტრალიის რანგით ყველაზე მაღალი ლიგის - A ლიგის წარმომადგენელი "ნიუკასლ ჯეთსი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ამიერიდან საკლუბო კარიერას "საბურთალოში" გააგრძელებს.

ბექა დარცმელია "საბურთალოს" შემადგენლობაში 30-ე ნომრიან მაისურს მოირგებს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ბექა დარცმელია "ნიუკასლ ჯეთსს" რომელშიც კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ბექა მიქელთაძეც თამაშობს, 2022 წლის 28 აგვისტოს შეუერთდა და 17 შეხვედრაში 1 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები