Belive

ატლეტიკო რეალს საკუთარ სტადიონზე თამაშს სთავაზობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა - ერნესტო სერეზომ აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში "რეალს" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" თამაში შეუძლია. კორონავირუსის პანდემიის შედეგად შეჩერებული ესპანეთის ლა ლიგა 12 ივნისს ოფიციალურად განახლდება. "სანტიაგო ბერნაბეუს" რეკონსტრუქციის გამო, "სამეფო კლუბს" დარჩენილი საშინაო მატჩების გამართვა "ალფრედო დი სტეფანოს" სტადიონზე ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა "ვანდა მეტროპოლიტანო" მადრიდელთათვის ახალი ალტერნატივაა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მადრიდული გრანდები ერთმანეთის სტადიონს გამოიყენებენ. 1996/97 წლების სეზონის სტარტზე, "ვისენტე კალდერონის" რეკონსტრუქციის გამო, "ატლეტიკომ" პირველი საშინაო მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართა.

სხვა სტატიები