Belive

ასტრონომიული თანხა, რომელსაც რეინდერსი საუდის არაბეთში გამოიმუშავებს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტისა და საუდის არაბეთის პრო ლიგის წარმომადგენელ, ალ ქადსიას შორის შეთანხმება შედგა - 52 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, ტიჯანი რეინდერსი სიტის დატოვებს და კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

კიდევ უფრო შთამბეჭდავია კონტრაქტის პირობები და ანაზღაურება, რომელსაც ალ ქადსია 28 წლის ნიდერლანდელ ნახევარმცველს სთავაზობს. გავრცელებული ინფორმაციით, რეინდერსი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ ხელფასის სახით გარანტირებულად მიიღებს 100 მილიონ ევროს, რომელსაც სამომავლო ბონუსები და პრემიებიც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ რეინდერსი მანჩესტერ სიტის გასულ წელს შეუერთდა და ქალაქელთა მაისური პრემიერ ლიგის 28 მატჩში მოირგო, სადაც 5 გოლიც გაიტანა. რეინდერსმა კლუბის წარმომადგენლების მოლოდინები ვერ გაამართლა და პრემიერ ლიგის ფლაგმანის ძირითადი შემადგენლობის მიღმა დარჩა.

სხვა სტატიები