"ასეთი რამ არ განმეორდება" | ნუნიესმა ბოდიში მოიხადა
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
წითელი ბარათის მიღების შემდეგ, "ლივერპულის" ფორვარდმა აღიარა, რომ მისი საქციელი მიუღებელი იყო.
"აქ ვარ იმისთვის, რომ ჩემს შეცდომებზე ვისწავლო. ასეთი რამ აღარ განმეორდება", - დაწერა ნუნიესმა Twitter-ზე.
Soy consciente de la fea actitud que tuve. Estoy para aprender de mis errores y no volverá a pasar más.
— Darwin Núñez (@Darwinn99) August 16, 2022
ნუნიესმა გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.
Apologies to Liverpool all ✋
I’ll be back pic.twitter.com/iszTdSAx2i — Darwin Núñez (@Darwinn99) August 16, 2022
როგორ გამოიყვანა ანდერსენმა ნუნიესი წყობილებიდან?
რა თქვა კლოპმა ნუნიესის შესახებ?
"ლივერპულის" მწვრთნელმა თქვა, რომ ნუნიესი შეცდა, თუმცა ასევე, მან ახალგაზრდა ფორვარდს ნდობა გამოუცხადა."მინდოდა, სიტუაციაში კარგად გავრკვეულიყავი. დავინახე ბალახზე წაქცეული ანდერსენი და სხვა მხარეს მიმავალი დარვინი. შემდეგ მომენტი გავამეორებინე და დიახ, წითელი ბარათი დამსხურებული იყო. ანდერსონმა ის მიიღო, რაც სურდა, დარვინმა კი შეცდომა დაუშვა, რომ პროვოკაციას წამოეგო. დარვინი შეცდომისგან ისწავლის. სამწუხაროა, რომ მას რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს, რაც ჩვენთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მითუმეტეს ამ შემთხვევაში", - თქვა იურენ კლოპმა.შეგახსენებთ, ნუნისმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და იგი "ლივერპულს" "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ბორნმუთთან" და "ნიუკასლთან" დააკლდება.