Belive

"ასეთ მატჩებში FIFA მსგავს მსაჯებს არ უნდა ნიშნავდეს" - ლეო მესი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინა ნიდერლანდების მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. ანგარიშის გარდა, ამაზე ნაჩვენები ყვითელი ბარათებიც ნათლად მიუთითებს. მატჩის მთავარი არბიტრი მატეო ლაოსი ფეხბურთელების მიმართ გაფრთხილებებს არ იშურებდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამის საშუალებას თავად მოთამაშეებიც აძლევდნენ. შეხვედრაში აშკარა უხეშობების გარდა, ხშირი იყო გაწევ-გამოწევა. ნიდერლანდურ-არგენტინულ დაპირისპირებაში მატეო ლაოსმა 16 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი გამოიყენა.

როგორც ჩანს, ლეო მესი მთავარი არბიტრით უკმაყოფილო დარჩა, რადგან მატჩის შემდეგ მან ასეთი კომეტარი გააკეთა:

"ვფიქრობ, რომ FIFA ასეთ მსაჯებს, მსგავს მატჩებში, მუშაობის საშუალებას არ უნდა აძლევდეს, რადგან ის ამ დავალების შესასრულებლად მზად არ იყო."

სხვა სტატიები